ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერება

ადვოკატის თქმით, აქციაზე დაკავებულს პოლიციელები სახეში აფურთხებდნენ

პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატი, ლაშა ტყეშელაძე ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის მონათხრობით, ამ ადამიანს პოლიციელები სცემდნენ, აგინებდნენ და სახეში აფურთხებდნენ.

"დღეს იზოლატორში ახალგაზრდა მამაკაცმა მომიყვა, რომ დაკავების შემდეგ, რამდენიმე პოლიციელი ფეხებს ურტყამდა და დედას აგინებდა. ეს ადამიანი ამბობდა, რომ დედა გარდაცვლილი ჰყავს და ითხოვდა, რომ დაღუპული დედის მისამართით ნუ აგინებდნენ, თუმცა, ისინი გინებას მაინც აგრძელებდნენ. ასევე, მას სახის მიმართულებით აფურთხებდნენ და ეუბნებოდნენ - პირი გააღე, უნდა ჩაგაფურთხოთო". - თქვა ადვოკატმა ტყეშელაძემ TV პირველის ეთერში. 

ტყეშელაძის თქმით, ეს პოლიციელების მხრიდან ჩადენილი სისხლის სამართლის დანაშაულია.

კომენტარები