ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერება

კალასი: ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით, ვგმობთ დემონსტრანტებზე ძალადობას

ვდგავართ ქართველი ხალხისა და მისი ევროპული მომავლისთვის გაკეთებული არჩევნის გვერდით.

ვგმობთ დემონსტრანტების მიმართ გამოვლენილ ძალადობას და ვწუხვართ მმართველი პარტიისგან წამოსული შეტყობინებებით იმის შესახებ, რომ აღარ გააგრძელონ ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანება და დააშორონ ქვეყანა დემოკრატიას.

ევროკავშირის მხრიდან ამას პირდაპირი შედეგები მოჰყვება.

წერს სოციალურ ქსელში საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი.

კომენტარები