ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერება

კობახიძე: ყველამ დაინახა, რომ ნაცმაიდანი საქართველოში ვერანაირად ვერ შედგება

საინტერესო რა არის, იცით? არის ხოლმე მომენტები, როცა შენ შეიძლება ფიქრობდე, რომ მართალი ხარ, მაგრამ ვიღაც სხვანაირად ფიქრობს და შეიძლება უკანაც დაიხიო, მაგალითად ეს გავაკეთეთ ჩვენ შარშან გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით. მიგვაჩნდა მაშინაც, რომ კანონი იყო სწორი, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ საზოგადოების ნაწილმა ეს სწორად ვერ გაიგო, ჰქონდა გულწრფელი პროტესტი, ჩვენ დავიხიეთ უკან და გამოვიწვიეთ უკან ეს კანონი ხომ? ასეთი რაღაც შეიძლება მოხდეს, ბუნებრივია, პოლიტიკაში. აქ საინტერესო რა არის, ადამიანები აპროტესტებენ იმას, რაც ბუნებაში არ არსებობს, ანუ პროტესტის საგანია ის, რომ თითქოს ხელისუფლებამ შეაჩერა ევროინტეგრაცია. რაც ბუნებაში არ არსებობს იმას როგორ შეცვლი? ანუ აქ უკან დახევის თეორიული პერსპექტივაც კი არ არსებობს, ანუ ისეთ რამეს აპროტესტებენ, რაც რაც ბუნებაში არ არსებობს, რაც არ მომხდარა. ანუ შესაბამისად, ერთადერთი რაც უნდა მოხდეს მარტივი რამ, ყველა უნდა დამშვიდდეს. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, გუშინწინ ყველამ დაინახა, რომ ნაცმაიდანი საქართველოში ვერანაირად ვერ შედგება. ეს ძალიან მკაფიოდ გამოჩნდა უკვე გუშინწინ და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ გუშინდელი დღე, უკვე ეს კარგად გამოიკვეთა, იყო საქართველოში ლიბერალური ფაშიზმის დასასრულის დასაწყისი

ასე უპასუხა პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ კითხვას, რომელიც არსებული კრიზისიდან გამოსავალს და ხელისუფლების მხრიდან შესაძლო კომპრომისს ეხებოდა

ივანიშვილის რეჟიმის მიერ 28 ნოემბერს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერების შემდგომ, ქვეყნის მაშტაბით უწყვეტი საპროტესტო აქციები მიმდინარეობს

კომენტარები