სირიის სამოქალაქო ომი

რუსული ტელეგრამები: სირიაში რუსეთის ჯარების მეთაური გაათავისუფლეს

სერგეი კისელი  

სირიაში ამბოხებულთა დაწინაურების ცნობების პარალელურად რუსულ სამხედრო ტელეგრამ არხებზე წერენ, რომ სირიაში რუს სამხედროთა ჯგუფის მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი სერგეი კისელი მოვალეობიდან გათავისუფლებულია.

აქამდე გავრცელდა ცნობები, რომ სირიაში რუსეთის აღმოსავლეთის სამხედრო ოკრუგის ყოფილი მეთაური, გენერალ-პოლკოვნიკი ალექსანდრ ჩაიკო კისელის დასახმარებლად ჩავიდა.

გასულ დღეებში თურქეთის მიერ მხარდაჭერილმა სირიელმა აჯანყებულებმა წლების შემდეგ ასადის რეჟიმის წინააღმდეგ უდიდესი იერიში წამოიწყეს და ქალაქი ალეპო დაიკავეს. აიღეს ათეულობით სხვა დასახლებული პუნქტიც.

ასადისა და რუსეთის ძალების საჰაერო იერიშების მიუხედავად, აჯანყებულები წინსვლას განაგრძობენ. მოქმედებებში მონაწილეობენ როგორც ჯიჰადისტები, ისე სხვა ჯგუფებიც.

კომენტარები