სირიის სამოქალაქო ომი

სირიის დედაქალაქში შეტაკებები მოხდა

მაშინ, როცა აჯანყებულები ქალაქ ჰომსში დაწინაურდნენ, სირიის დედაქალაქ დამასკოში შეტაკებები მოხდა. ინფორმაცია და მომხდარის ამსახველი ვიდეომასალა სოციალურ ქსელებში ვრცელდება. 

ჯერჯერობით ზუსტად უცნობია, თუ რა ჯგუფებს შორის მოხდა დაპირისპირება. თუმცა, როგორც ღია წყაროები წერენ, სირიული ოპოზიციური მედიის ცნობით ცეცხლი ერთმანეთს ბაშარ ალ-ასადის საპრეზიდენტო რესპუბლიკურმა გვარდიამ და მისივე რეჟიმის ძალების დაქვემდებარებაში მყოფი მე-4 ჯავშანტრანტექნიკის ბრიგადამ გაუხსნეს.

გასულ დღეებში თურქეთის მიერ მხარდაჭერილმა სირიელმა აჯანყებულებმა წლების შემდეგ ასადის რეჟიმის წინააღმდეგ უდიდესი იერიში წამოიწყეს და ქალაქი ალეპო დაიკავეს. აიღეს ათეულობით სხვა დასახლებული პუნქტიც.

ასადისა და რუსეთის ძალების საჰაერო იერიშების მიუხედავად, აჯანყებულები წინსვლას განაგრძობენ. მოქმედებებში მონაწილეობენ როგორც ჯიჰადისტები, ისე სხვა ჯგუფებიც.

კომენტარები