შინაგან საქმეთა სამინისტროს მტკიცებით, პარლამენტთან "აქციაზე მყოფი პირების ნაწილის ქმედებები, აქციის დაწყებიდან მალევე, გახდა ძალადობრივი". შსს-ს განცხადენით, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე საპოლიციო დანაყოფების წარმომადგენლები მობილიზებულები არიან და "იცავენ საზოგადოებრივ წესრიგს".
"აქციის წევრებმა დააზიანეს საკანონმდებლო შენობის ჯებირები, ასევე, ქვების და სხვა საგნების გამოყენებით ჩაამსხვრიეს პარლამენტის ფასადზე არსებული ათამდე ფანჯრის შუშები.
ამავდროულად, აქციაზე მყოფ პირებს მობილიზებული აქვთ პიროტექნიკა, ქვები, სხვადასხვა მძიმე საგნები, რომელსაც ისინი სავარაუდოდ კვლავ სამართალდამცველთა წინააღმდეგ გამოიყენებენ.
კიდევ ერთხელ, მოვუწოდებთ აქციის თითოეულ მონაწილეს, პროტესტი გამოხატონ კანონით დადგენილ მშვიდობიან ფარგლებში და არ დაუშვან მართლსაწინააღმდეგო ქმედებების განხორციელება.
პოლიციის მხრიდან, თითოეულ სამართალდარღვევას შესაბამისი კანონიერი რეაგირება მოჰყვება" - აცხადებს შსს.