თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტისა და საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის მენეჯმენტი გმობს ქართველ ხალხზე ძალადობას და სოლიდარობას უცხადებს დაზარალებულებს. ფრიუნი/აგრუნი დარწმუნებულია, რომ "ბრძოლა გამოიღებს შედეგს და დავიბრუნებთ ჩვენს ევრო-ატლანტიკურ მომავალს".
"ჩვენ, როგორც მიმდინარე ლეგიტიმური და სამართლიანი პროტესტის მონაწილეები, ვგმობთ ძალადობას ქართველ ხალხზე და სოლიდარობას ვუცხადებთ ყველა დაზარალებულსა და დაპატიმრებულს, რომელთა შორის მრავლად არიან ჩვენი სტუდენტები, კურსდამთავრებულები და თანამშრომლები" - ნათქვამია განცხადებაში.





