ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერება

OSCE: სამართალდამცავების მხრიდან ძალის არაპროპორციული გამოყენება ღრმა შეშფოთებას იწვევს

ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია (OSCE) საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციებს გამოეხმაურა. ეუთოს განცხადებით, სამართალდამცავების მხრიდან არაპროპორციული ძალის გამოყენებით, მშვიდობიანი დემონსტრანტების დარბევა ღრმა შეშფოთებას იწვევს და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებას არღვევს.

"ძალის არაპროპორციულმა და განურჩეველმა გამოყენებამ დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების დიდ რიცხვზე მოახდინა გავლენა საპროტესტო აქციების დროს, სადაც მონაწილეთა აბსოლუტური უმრავლესობა მშვიდობიანი იყო. მშვიდობიანი შეკრების უფლება თავისუფლებაა, რომელიც ყოველი დემოკრატიული საზოგადოების საფუძველია და ეუთოს ყველა წევრმა სახელმწიფომ აიღო ვალდებულება, უზრუნველყოს, რომ "ყველას აქვს მშვიდობიანი შეკრებისა და დემონსტრაციის უფლება". მათ ასევე ცნეს, რომ ამ უფლების ნებისმიერი სახით შეზღუდვა უნდა იყოს კანონით გათვალისწინებული და სრულად შეესაბამებოდეს საერთაშორისო სტანდარტებს.

სახელმწიფოს მიერ ძალის გამოყენება ყოველთვის კანონთან შესაბამისობაში, აუცილებელი და სიტუაციის საჭიროებიდან გამომდინარე, პროპორციული უნდა იყოს. სამართალდამცავებმა უნდა აღკვეთონ აქციის მონაწილეთა ძალადობრივი ქმედებები ისე, რომ არ მიმართონ ძალის არაპროპორციულ და განურჩეველ გამოყენებას. 

მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება გათვალისწინებულია ადამიანის უფლებათა მრავალ დოკუმენტში. ეუთოს ყველა წევრმა სახელმწიფომ აიღო ვალდებულება, რომ დაიცვას ეს უფლება და უზრუნველყოს მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება როგორც კანონით, ისე პრაქტიკით. ოდირი მოუწოდებს ეუთოს რეგიონის ქვეყნებს, დაიცვან ვალდებულებები, რომლებიც მათ აღებული აქვთ მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებისა და ყველა სხვა ფუნდამენტური თავისუფლების დაცვის შესახებ". - წერია ეუთოს განცხადებაში.

კომენტარები