ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერება

კალაძე ძალის გადამეტებაზე: სამწუხაროდ, იყო ცალკეული ინციდენტები

სამწუხაროდ, იყო ცალკეული ინციდენტები. ყველაფერს თანმიმდევრულად რომ მივყვეთ, როგორ ვითარდებოდა მოვლენები - შენ როდესაც გაქვს დაანონსებული აქცია, იკრიბები, შეკრების თავისუფლება დაცულია, ყველას აქვს ამის უფლება, გამოხატვის თავისუფლება დაცულია ქვეყანაში, არავინ არ გიშლის, გადი, ჩაატარე შენი აქცია, გამოთქვი მოსაზრებები. როდესაც პოლიციელები დგანან უბრალოდ, მიდიხარ, აყენებ სიტყვიერ შეურაცხყოფას, ესვრი ქვებს, ესვრი ბოთლებს, ამასაც არ ჯერდები, ხდება მოლოტოვის კოქტეილების დამზადება, პეტარდების სროლა, ძალიან მძიმე კადრებია ამისი, რა თქმა უნდა, ეს იწვევს დაძაბულობას და ძალიან მძიმეა ის ყველაფერი, რაც ვიხილეთ და რაც მოხდა. იყო ცალკეული შემთხვევები და ყველაეფრს დასჭირდება მოკვლევა და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება. 

თქვა თბილისის მერმა, კახა კალაძემ. 

კომენტარები