საპროტესტო მუხტის შექმნის მცდელობას ჩვენ ვხედავთ უკვე, ნაწილობრივ ეს შედგა, მაგრამ ჩვენი, მმართველი გუნდის განცხადება, რომელიც მოინათლა, რომ თითქოს ეს ევროინტეგრაციის დასასრულის დასაწყისია... აბსოლუტური ტყუილი.
რუსეთუმეობაც ქვეყანაში არის მოგონილი, ესეც არის ერთერთი ინსტრუმენტი ბრძოლის საზოგადოებაში, ემოციური იარაღია.
რუსეთუმეობა მოგონილია, მაგრამ სწორად შერჩეული, იმიტომ, რომ რა არის ემოციურად ყველაზე მძიმე საქართველოში? რა თქმა უნდა, რუსეთუმეობა, რადგან ქვეყანა არის ოკუპირებული რუსეთის მხრიდან და საზოგადოებისთვის ყველაზე მძიმე რა იქნებოდა? რა თქმა უნდა, როცა ყველაფერს დაარქმევ რუსულს.





