პოლიციამ ძალის გამოყენებით აქციის მონაწილეების დაშლა დაიწყო, რომლებიც ქართული ოცნების მხრიდან ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების შეჩერებას აპროტესტებენ.
პოლიცია აქციის დაშლისთვის ცრემლსადენ გაზსა და წყლის ჭავლს იყენებს.
ამასთან, სპეცრაზმი აქციის მონაწილეებს დაშლის პარალელურად რუპორით აგინებს.
TV პირველის ინფორმაციით, პოლიციას მომიტინგეები წინასწარ არ გაუფრთხილებია, დარბევა კი მას შემდეგ დაიწყო, რაც პოლიციამ ერთ-ერთი დემონსტრანტის ძალის გამოყენებით დაკავება სცადა.





