ქართული ოცნების ცნობით, პრეზიდენტობის კანდიდატთან დაკავშირებით კონსულტაციებისათვის 10:00 საათზე უმრავლესობის სხდომას გამართავენ, ხოლო 10:30 საათზე - პოლიტიკური საბჭოს სხდომას.
პარტიის ცნობითვე, 11:00 საათზე, სხდომების დასრულების შემდეგ გააკეთებენ განცხადებას.
საქართველოს პარლამენტის დადგენილებით, 300 ხმოსანი საქართველოს მომავალ პრეზიდენტს 2024 წლის 14 დეკემბერს აირჩევს. პრეზიდენტის ინაუგურაციის თარიღად 29 დეკემბერი დასახელდა.
"შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტის არჩევა ხდება 5 წლის ვადით. 2017 წელს შეიცვალა პრეზიდენტის არჩევის წესი, პრეზიდენტს ახლა უკვე აირჩევს 300 წევრისგან შემდგარი კოლეგია [...] მოქმედ პრეზიდენტს ვადა ეწურება 16 დეკემბერს [...]". - თქვა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პლენარულ სხდომაზე.