ერთპარტიული პარლამენტის ბიუროს სხდომაზე საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების თარიღად შალვა პაპუაშვილმა 14 დეკემბერი დაასახელა.
"ჩვენ დღეს განსახილველი საკითხი ძირითადი რაც გვექნება სასესიო სხდომაზე არის პრეზიდენტის არჩევნების თარიღის ჩანიშვნა და პირველი საკითხი შესაბამისად ბიუროსთვის არის სწორედ ეს საკითხი. როგორც იცით, საქართველოს კონსტიტუციით, კონსტიტუციის 50-ე მუხლით საქართველოს პრეზიდენტი აირჩევა 5 წლის ვადით. ბოლო არჩევნები ჩატარდა 2018 წელს და მაშინ გახსოვთ, რომ გარდამავალი დებულებების შესაბამისად იმ დროს არჩეული პრეზიდენტი აირჩა 6 წლის ვადით იმისთვის, რომ შემდეგ უკვე პარლამენტის არჩევნები, რომლებიც 2024 წელს ჩატარდებოდა ამ არჩევნების შედეგად დაკომპლექტებულ საარჩევნო კოლეგიას აერჩია შემდეგი პრეზიდენტი. [...]
მოქმედ პრეზიდენტს 6 წლის უფლებამოსილების ვადა გასდის 16 დეკემბერს. ჩვენს გვაქვს ჩვენი კონსტიტუციის შესაბამისად, იმ შემთხვევაში როდესაც ემთხვევა საპარლამენტო არჩევნები საპრეზიდენტო არჩევნებს, ან არის წინა თვეს, ამ შემთხვევაში მაქსიმუმ 45 დღეში უნდა ჩატარდეს არჩევნები. [...]
მე შემოვდივარ ამ შემთხვევაში წინადადებით, რომელიც ეხება პრეზიდენტის არჩევნების ჩანიშვნის თარიღს და ამას შევიტანთ დღისწესრიგში, შემდეგ პარლამენტის პლენარული სხდომის სესიის ფარგლებში დავამტკიცებთ, რომ ჩატარდეს 2024 წლის 14 დეკემბერს, ინაუგურაცია ჩატარდება 29 დეკემბერს". - თქვა ერთპარტიული პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა
გუშინ, 25 ნოემბერს საქართველოს მე-11 მოწვევის ერთპარტიული პარლამენტი შეიკრიბა, რომელმაც 150 დეპუტატის უფლებამოსილება ცნო.





