დონალდ ტრამპის ინაუგურაცია

ჯო ბაიდენი და ჯილ ბაიდენი დონალდ ტრამპის ინაუგურაციას დაესწრებიან

ჯო ბაიდენი და ჯილ ბაიდენი
Win McNamee/Getty Images

აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და აშშ-ს პირველი ლედი ჯილ ბაიდენი იანვარში აშშ-ს არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაციას დაესწრებიან. ამის შესახებ თეთრი სახლში განაცხადეს

"პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ იგი დაესწრებოდა ინაუგურაციას იმის მიუხედავად, თუ ვინ მოიგებდა არჩევნებს". - თქვა თეთრი სახლის პრესმდივნის უფროსმა მოადგილემ, ენდრიუ ბეითსმა ჟურნალისტებთან საუბრისას. 

ბეითსის თქმით, პრეზიდენტი და პირველი ლედი "პირობას შეასრულებენ და ინაუგურაციას დაესწრებიან". 

2021 წლის იანვარში ჯო ბაიდენის ინაუგურაციას არ დასწრებია დონალდ ტრამპი, რომელიც 4-წლიანი პრეზიდენტობის შემდეგ 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ბაიდენთან დამარცხდა. 

ტრამპის გადაწყვეტილება, რომ 2021 წელს ბაიდენის ინაუგურაციას არ დასწრებოდა, უპრეცედენტო არ არის, თუმცა ბოლო 150 წლის განმავლობაში ტრამპი პირველი პრეზიდენტია, რომელიც შემდგომი პრეზიდენტის ინაუგურაციას არ დაესწრო. 

აშშ-ს 45-ე და იანვრიდან უკვე 47-ე პრეზიდენტს ბაიდენის ინაუგურაციაზე მისი ვიცეპრეზიდენტი მაიკ პენსი წარმოადგენდა. 

ცნობისთვის, ნოემბრის დასაწყისში ბაიდენმა ტრამპი თეთრ სახლში მიიწვია და მასთან ეროვნული უსაფრთხოებისა და ს აშინაო პოლიტიკის საკითხებზე ესაუბრა. ოვალურ კაბინეტში ლიდერები ძალაუფლების მშვიდობიან გადაბარებაზე შეთანხმდნენ. 

კომენტარები