დონალდ ტრამპი აშშ-ს 47-ე პრეზიდენტი გახდა. მან კაპიტოლიუმის როტონდაში საპრეზიდენტო ფიცი დადო.
"ღირსებით ვფიცავ, რომ კეთილსინდისიერად შევასრულებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მოვალეობას და შეძლებისდაგვარად გავაკეთებ ყველაფერს, რათა გავუფრთხილდე, შევინარჩუნო და დავიცვა ამერიკის კონსტიტუცია. დაე, ღმერთი დამეხმაროს". - თქვა დონალდ ტრამპმა ფიცის დადების დროს.





