კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფი

მალიში "ვაგნერის" მინიმუმ 6 წევრი მოკლეს

21 ნოემბერს, მალიში, ქალაქ მოპტის მახლობლად რუსული კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის რამდენიმე წევრი მოკლეს.

როგორც გამოცემა Bloomberg წერს ვაგნერელები ჩასაფრებაში მოხვდნენ. 

გამოცემის ინფორმაციით ჩასაფრების მონაწილეები ალ-კაიდასთან კავშირში მყოფი ჯგუფის წევრები არიან.

ბოლო ცნობებით, თავდასხმის შედეგად მინიმუმ 6 ვაგნერის წევრი დაიღუპა.

კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერი მალიში მიმდინარე კონფლიქტში 2021 წლიდან მონაწილეობს, მას შემდეგ რაც ქვეყანა ფრანგმა სამხედროებმა დატოვეს.

კომენტარები