არჩევნები 2024

პაპუაშვილი: პარლამენტის პირველ სხდომაზე ელჩები მოწვეულები არ არიან

მოსაწვევები უკვე გავგზავნე გუშინწინ. პარლამენტის პირველ სხდომაზე მოწვეულები არიან მთავრობის წევრები და კონსტიტუციური ორგანოს წარმომადგენლები.

რაც შეეხება ელჩებს, ისინი მოწვეული არ არიან პირველ სხდომაზე, ვინაიდან ეს გახლავთ ჩვენი შიდა სახელმწიფოებრივი საკითხი, რაც შეეხება არჩევნებს და პარლამენტის პირველ სხდომას, მათ შორის, უცხოელების არასწორი გავლენის მინიმიზების მიზნით. მნიშვნელოვანია, რომ ელჩების თუ სხვა ქვეყნების ჩართულობა ამ პროცესში აუცილებელი არ არის.

თქვა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე.

საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა 25 ნოემბერს, 12:00 საათზე გაიმართება. ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

კომენტარები