აშშ

კონგრესში დავობენ, რომელი ტუალეტით უნდა ისარგებლოს ტრანსგენდერმა კონგრესმენმა

სარა მაკბრაიდი. პირველი ტრანსგენდერი ქალი, რომელიც დემოკრატიული პარტიიდან კონგრესში დელავერის წარმომადგენლად აირჩიეს

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელმა კონგრესმენმა, ნენსი მეისმა წარადგინა კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც კონგრესმენებსა და კონგრესში მომუშავე პირებს მხოლოდ იმ საპირფარეშოთი შეეძლებათ სარგებლობა, რომელიც მათ სქესს შეესაბამება

მეისმა სოციალურ ქსელში კანონმდებლობას "საღი აზრი" უწოდა. 

"არ დავუშვებ, რომ ბიოლოგიურ კაცებმა ქალების პირადი სივრცით ისარგებლონ. წინ დავუდგები ნებისმიერს რადიკალური მარცხენა ფრთიდან, ვინც ფიქრობს, რომ პენისის ადგილია ქალების გასახდელებსა და საპირფარეშოებში" – ამბობს მაკბრაიდი მედიასთან საუბრისას. 

5 ნოემბერს გამართულ აშშ-ის არჩევნებში დემოკრატიული პარტიიდან კონგრესმენად პირველად ისტორიაში ტრანსგენდერი ქალი, სარა მაკბრაიდი აირჩიეს. მეისის მიერ წარდგენილი კანონპროექტის მიხედვით, მაკბრაიდს აეკრძალება ქალების საპირფარეშოთი სარგებლობა. 

დემოკრატმა კონგრესმენმა ასევე განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ ის კონგრესში იმისთვის არ არის, რომ საპირფარეშოს გამოყენების საკითხზე იკამათოს. 

მაკბრაიდი რესპუბლიკელი კონგრესმენის კანონპროექტს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ის კონგრესში იმისთვის არ არის, რომ საპირფარეშოს გამოყენების საკითხზე იკამათოს. მისი თქმით, ეს არის "უტიფარი მცდელობა იმ ფაქტისგან ყურადღების გადასატანად, რომ რესპუბლიკელებს არანაირი რეალური გამოსავალი არ აქვთ ამერიკელების წინაშე არსებულ გამოწვევებზე". 

"აქ იმისთვის არ ვარ, რომ საპირფარეშოებზე ვიჩხუბო, არამედ, იმისთვის, რომ ვიბრძოლო დელავერის მოსახლეობისთვის და ოჯახებს შევუმცირო ცხოვრების ხარჯები. როგორც კონგრესის ყველა წევრი, მეც სპიკერი ჯონსონის მიერ შემუშავებულ წესებს დავემორჩილები, იმ შემთხვევაშიც, თუ მათ არ ვეთანხმები" – წერია მაკბრაიდის განცხადებაში.

კომენტარები