სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებმა თსუ-ს 1-ელი კორპუსის ეზოში კარვები დადგეს.
"მნიშვნელოვანია, პროტესტი იყოს როგორც შიგნით, ასევე გარეთ. სტუდენტები უნივერსიტეტის შენობაშიც რჩებიან, გამოსვლას არ აპირებენ და გარეთაც ვიქნებით. პროტესტი ყოველდღე იქნება და მაქსიმალური ძალისხმევით, როდემდე და რა ფორმითაც შეგვეძლება, ამ რუსულ რეჟიმს გავაპროტესტებთ". - ამბობენ სტუდენტები.
20 ნოემბერს ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს, 02:00 საათისთვის, აქციის მონაწილე სტუდენტთა ნაწილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში შევიდა. მათი მოთხოვნა, რექტორის, ჯაბა სამუშიას გადადგომაა.





