არჩევნები 2024

კალანდარიშვილი: გარკვეული წვის შეგრძნებები მაქვს თვალის არეში, თუმცა რქოვანა არ დაზიანებულა

თვალთან დაკავშირებით, მივიღე გარკვეული დაზიანება, მაგრამ საბედნიეროდ ის, რაც მხედველობას უქმნის პრობლემას, რქოვანას დაზიანება, ამას არ ჰქონია ადგილი. იყო გარკვეული მცირე დაზიანებები, დღესაც კი გარკვეული წვის შეგრძნებები მაქვს თვალის არეში, გარკვეული ტკივილები იყო რამდენიმე დღის განმავლობაში, თუმცა, იმედი მაქვს, რომ ეს პროცესი შესაბამისი მკურნალობის გათვალისწინებით მიმდინარეობს წარმატებით და საბოლოო ჯამში რამე პრობლემები ჩემს მხედველობას არ ექნება.

თქვა საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, გიორგი კალანდარიშვილმა რადიო თავისუფლებასთან საუბრისას.

16 ნოემბერს, ცესკოს 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგების შემაჯამებელ სხდომაზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა, დავით კირთაძემ ცესკო-ს თავმჯდომარეს, გიორგი კალანდარიშვილს შავი საღებავი შეასხა. 20 ნოემბერს სასამართლომ კირთაძე 500 ლარით დააჯარიმა.

კომენტარები