რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

უკრაინა: რუსეთმა საჰაერო იერიშის დროს კონტინენტთაშორისი ბალისტიკურ რაკეტა გამოიყენა

რუსეთმა უკრაინაზე საჰაერო იერიშის დროს, სხვადასხვა ტიპის რაკეტებთან ერთად, კონტინენტთაშორისი ბალისტიკურ რაკეტა პირველად გამოიყენა.

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რუსეთმა იერიშის დროს კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა РС-26 Рубеж, შვიდი Х-101-ის ტიპის ფრთოსანი რაკეტა და Х-47М2 Кинжал-ის ტიპის აერობალისტიკური რაკეტა გამოიყენეს. მათივე ცნობით, საჰაერო იერიში ასტრახანის ოლქიდან განხორციელდა.

რაკეტების სამიზნე ქალაქ დნეპრში მდებარე საწარმოები და კრიტიკული ინფრასტრუქტურა იყო. უკრაინის საჰაერო ძალებმა, ექვსი ფრთოსანი რაკეტის ჩამოგდება შეძლეს.

CNN-ის ცნობით, კონტინენტთაშორისი ბალისტიკურ რაკეტას საშუალოდ 5 000 კილომეტრის დაფარვა შეუძლია, ზოგიერთ მათგანი კი 9 000 კილომეტრზეც აღწევს.

20 ნოემბერს უკრაინამ პირველად გამოიყენა Storm Shadow ტიპის ფრთოსანი რაკეტები რუსეთის სიღრმეში, კურსკის რეგიონში. 19 ნოემბერს კი 19 ნოემბერს უკრაინამ ამერიკული ATACMS-ის ტიპის რაკეტებით რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში, ბრიანსკში მდებარე სამხედრო ობიექტი დაბომბა.

კომენტარები