არჩევნები 2024

აქციაზე დაკავებული: პოლიციელმა ხელზე მიკბინა

რაც შეეხება ჩემ დაკავებას. საშინლად ამაზრზენი ადამიანები იყვნენ. როგორც მივხვდი, 2 ჯგუფი არსებობს - ერთი დამკავებელი და მეორე ოქმის შემვსები. როცა დაკავების დროს ადამიანს აქცევ, მასზე ფეხებით დგები და თან წაქცეულზე კბენ, ეს რაღაც სასწაულია. პოლიციელის ნაკბენი მაქვს [...]

პოლიციელმა ხელზე მიკბინა. ეს დიდი ადამიანი რომ ვერ დამიმორჩილა და მეჯაჯგურებოდა, ვითომ ხელი უნდა ეტკინა. არ ვიცი, რა დავალება ჰქონდათ.

თქვა კოალიცია ცვლილებისთვის წევრმა, მანუჩარ ჩაჩანიძემ, რომელიც პოლიციამ ადმინისტრაციული წესით 19 ნოემბერს, მელიქიშვილის გამზირზე მიმდინარე აქციის დროს დააკავა. მან წინასწარი დაკავების იზოლატორი დღეს, 21 ნოემბერს დატოვა. 

კომენტარები