ქართული ოცნების ყოფილი დეპუტატი, ბაია კვიციანი განათლების მინისტრის მოადგილედ დაინიშნა. შესაბამისი ბრძანება პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გამოსცა, რომელიც მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
ბაია კვიციანი წინა, მე-10 მოწვევის პარლამენტში, 2021 წლიდან მოყოლებული, ქართული ოცნების დეპუტატი იყო. ის 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, მმართველი გუნდის სიაში აღარ იყო.
პრემიერმინისტრის ბრძანებით, განათლების მინისტრის, ალექსანდრე წულაძის მოადგილეები ასევე გახდნენ ანა მღებრიშვილი და გიორგი მოდებაძე.