თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის განცხადებით, შენობაში წყლის მილი დაზიანდა, რამაც დიდი დარბაზის დიდი ნაწილის დატბორვა და დაზიანება გამოიწვია.
"დღეს გამთენიისას კონსერვატორიის დიდ დარბაზში წყლის მილი დაზიანდა, რამაც დარბაზის მნიშვნელოვანი ნაწილის დატბორვა და დაზიანება გამოიწვია. ტექნიკური ჯგუფის მიერ მიმდინარეობს დაზიანების ხარისხის დადგენა და სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის მზადება". - წერია კონსერვატორიის განცხადებაში.
კონსერვატორიის ცნობით, ამ ფაქტის გამო, დღეს, 20 ნოემბერს, დაგეგმილი საოპერო სტუდიის წარმოდგენა: ქეთო და კოტე გადაიდო.





