ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე აქციაზე მყოფ სტუნდენტთა ნაწილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსში შევიდა.
ჟურნალისტებთან საუბრისას ისინი ამბობენ, რომ ითხოვენ უნივერსიტეტის რექტორის – ჯაბა სამუშიას გადადგომას.
"ვითხოვთ, რომ ჩვენი უნივერსიტეტი ჩვენთვის ყოველთვის ღია იყოს და აქ არასდროს შემოიყვანონ პოლიციელები და გადადგეს ჯაბა სამუშია" – ამბობს თსუ-ს პირველკურსელი სტუდენტი.





