რუსეთში 70 წლის ანასტასია გორდიენკოს წინააღმდეგ სოციალურ ქსელ Одноклассники-ში დაწერილი კომენტარებით რუსეთის არმიის "დისკრედიტაციის" ბრალდებით მეორე სისხლის სამართლის საქმე აღძრეს.
ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ОВД-Инфо ავრცელებს.
პენსიონერის წინააღმდეგ გამოძიება Одноклассники-ში რუსეთ-უკრაინის ომის შესახებ კომენტარების გამო დაიწყეს. ქალის მიერ რუსეთის არმიის "დისკრედიტაციის" მტკიცებულებებს შორის მოყვანილია, მათ შორის, შემდეგი კომენტარები: "მოვითხოვ, რომ ომი შეწყდეს. არ მოკლა, არა ომს!" და "ვფიქრობ, როგორც თქვენმა საყვარელმა პუტინმა თქვა, თქვენ სამოთხეში მოხვდებით და მე უბრალოდ ჩავძაღლდები".
რუსულ გამოცემა ОВД-Инфо-სთან საუბრისას გორდიენკომ თქვა, რომ საქმის აღძვრის შესახებ განკარგულება 18 ნოემბერს მიაწოდეს, მისთვის ჩხრეკა და დაკითხვა კი ჯერ არ ჩაუტარებიათ.
2024 წლის აგვისტოში 70 წლის ქალს ამავე ბრალდებით და ასევე სოციალურ ქსელში დაწერილი კომენტარების გამო წელიწადნახევრიანი პირობითი სასჯელი შეუფარდეს. პენსიონერს ბრალად ედებოდა, რომ Одноклассники-ში, მათ შორის, შემდეგი კომენტარი დაწერა: "დიახ, მე მინდა, რომ უკრაინამ ფაშიზმი დაამარცხოს და რა?".





