არჩევნები 2024

კალაძე: არავის მიეცემა შესაძლებლობა, საზოგადოებას შეუშალოს ხელი ყოველდღიურ ცხოვრებაში

რაც შეეხება აქციებს, დღეს სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება ქვეყანაში დაცულია. ნებისმიერ ადამიანს აქვს შესაძლებლობა, გამოხატოს თავისი მოსაზრება სხვადასხვა ფორმით, მაგრამ მთავარი არის, ეს იყოს კანონის ფარგლებში. როგორც კი ვნახავთ კანონის გადაცდომას, ამას, რა თქმა უნდა, მოჰყვება რეაგირება შესაბამისი უწყებების მხრიდან. 

არავის მიეცემა შესაძლებლობა, რომ ქვეყანაში დაარღვიოს კანონი, მოაწყოს პიკეტირება და საზოგადოებას შეუშალოს ხელი ყოველდღიურ ცხოვრებაში. არსებობს კანონი და ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გამოხატოს თავისი მოსაზრება. როდესაც შენ მიზანმიმართულად ახორციელებ პიკეტირებას, მიზანმიმართულად კეტავ გზებს, მაშინ, როდესაც არ გყავს ხალხის საკმარისი რაოდენობა, ამას, რა თქმა უნდა, მოჰყვება რეაგირება ყოველთვის. არავის აქვს უფლება, შეურაცხყოფა მიაყენოს პოლიციელს, ვინც არ უნდა იყო. რატომ აყენებ პოლიციელს შეურაცხყოფას? რატომ აგინებ, რატომ ესვრი რაღაცებს? არ არის ეს სწორი ფორმა მაშინ, როდესაც მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურის ხელმძღვანელი იყო მისული და მომიტინგეებს მიაწოდა კანონით გათვალისწინებული ინფორმაცია. არ არის სწორი პოლიციელის შეურაცხყოფა, გინება.

თბილისის მერი კახა კალაძე თსუ-სთან აქციის დაშლაზე.

კომენტარები