შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან მიმდინარე აქცია ძალის გამოყენებით დაშალა.
აქციის დაშლისას საქმიანობაში ხელი შეუშალეს და იძალადეს ტელეკომპანია მთავარის ოპერატორზე, სერგი ბარამიძეზე. ტელეკომპანიის ცნობით, იგი უკანონოდ არის დაკავებული.
ამასთან ერთად, გამოცემა პუბლიკას ცნობით, დაარტყეს მათ ჟურნალისტს, მინდია გაბაძესაც.