არჩევნები 2024

ჩერგოლეიშვილი: პოლიტიკურ პარტიებს თავიანთ მხარდამჭერებთან ბმა უნდა ჰქონდეთ

დემოკრატიულმა მექანიზმმა რომ იფუნქციონიროს, ეს მექანიზმი უნდა იყოს გამართული. დემოკრატიულ ცვლილებებში მაინცდამაინც არჩევნებით ცვლილებას კი არ ვგულისხმობ, მშვიდობიანი რევოლუციაც დემოკრატიულია, შესაბამისად, როდესაც დემოკრატიულ ცვლილებებზე ვსაუბრობ, დემოკრატიულ ცვლილებებში ვგულისხმობ არამხოლოდ არჩევნებს, არამედ რევოლუციასაც, უბრალოდ, არაერთხელ ამიხსნია და ახლაც გავიმეორებ, რომ არჩევნები უფრო ადვილი მოსაგებია, უფრო ადვილი მოსაბილიზებელია ხალხი და თუ იქ ბევრს დაამობილიზებ, მერე რევოლუციაც გამოგივა და თუ არჩევნებში ვერ ამობილიზებ, რევოლუცია ვერანაირად ვერ გამოგივა.

იმისთვის, რომ დემოკრატიული ცვლილებების მექანიზმმა იფუნქციონიროს, ხალხი უნდა იყოს ჩართული ცვლილებების პროცესში. თუ ხალხი არ არის ჩართული და როგორც რუსულ კანონს უწევდა წინააღმდეგობას,  ისე არ ითხოვს ცვლილებებს და ისე არ არის ანთებული ცვლილებების სურვილით, დემოკრატიული მექანიზმი ვერ იფუნქციონირებს. იმისთვის, რომ დემოკრატიულმა მექანიზმმა იფუნქციონიროს, მისი კომპონენტები უნდა მუშაობდეს, უნდა არსებობდეს პოლიტიკური პარტიები, რომლებსაც ჰყავთ თავიანთი მხარდამჭერები და ამ მხარდამჭერებთან აქვთ ბმა... 

... ახლა მოვყვები ახლის მაგალითზე, თუ გინდა ნაცების ან ლელოს მაგალითზე. ახალმა აიღო 220 000 ხმა ამ არჩევნებში. 220 000 ადამიანი ადგა და ოთხიანი მოხაზა. თქვენი აზრით, რატომ ვერ ახერხებს და როგორ შეიძლება, ვერ ახერხებდეს პარტია, რომელმაც 220 000 ხმა აიღო, ამ 220 000 კაცის თუნდაც 5 პროცენტის მობილიზებას? 220 000 კაცი რომ გაექანა ერთ დღეს, წავიდა, რიგში ჩადგა, რომ შენთვის ხმა მოეცა, ამ ხალხიდან 5 პროცენტი რატომ არ არის აქტიური? 

იმიტომ, რომ გვარამია აზრზე არ არის, ეს ხალხი ვინ არის. გვარამიამ იქირავა კოორდინატორები, ამ კოორდინატორებმა იარეს აქეთ-იქით, ვიღაცებმა მისცეს ხმა, იმიტომ, რომ სხვა გამოსავალი არ იყო და ოთხიანი მოხაზეს... გვარამია ამ ხალხით არასდროს დაინტერესებულა, ეს ხალხი აღრიცხული არ ჰყავს. ზურა ჯაფარიძე Facebook-დან რომ ყვირის, ხალხო, გარეთ გამოდითო, ამ 220 000 კაციდან თუნდაც 20 000 დამახსოვრებული ჰყავს? იცის, ვინ არის? SMS-ებით ურთიერთობა აქვს? დალაგებული ჰყავთ ისეთი 20 000 კაცი, 10 000, 5 000 კაცი... ხმა მისცა ამ ხალხმა და აღრიცხული ჰყავთ, რომ ეკონტაქტონ, დაურეკონ - შეგიძლია აქციაზე გამოსვლა? ქოლცენტრი ამუშაონ, როგორც ქოცები ამუშავებენ და ურეკავენ, რატომ არ აკეთებენ ამას? ეს თუ არ არსებობს, ანუ პარტია, რომელიც 220 000 ხმას იღებს, ის თუ ვერ ახერხებს თავისი ამომრჩევლის 5%-ის მობილიზებას, რევოლუცია როგორ უნდა მოაწყოს? 

ფედერალისტების ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი Facebook Live-ში.

კომენტარები