საქართველოს ისტორიას ხშირად ახსოვს ქვეყნის შიდა მტრებს რამდენი მავნებლობა ჩაუდენიათ, ამიტომ, თანამედროვე ორჯონიკიძეების ეს გზავნილი ევროკავშირს და საგარეო საქმეთა მინისტრებს და იმ შეხვედრის წინსწრებით, რომელიც დღეს უნდა გაიმართოს, სწორედაც რომ ამ შინაარსის მატარებელია.
ამ წერილში ყველაზე ხშირად გაჟღერებული სიტყვებია - შეჩერება, შეწყვეტა, გაყინვა - სწორედაც, მათ რეალურ შინაარს აღნიშნავს.
ყველაფრის შეჩერებას, გაყინვას და შეწყვეტას გულისხმობენ ისინი ამ ქვეყანაში - ამ ქვეყნის 90-იან წლებში დაბრუნებას
ერთადერთი, რაც შემიძლია ევროპელ პარტნიორებს მოვუწოდო, რომ ამ კოლექტიური ნაცების ანტი-სახელმწიფოებრივ მოთხოვნას, თუ ვინმე შეუერთდება ან ვინმე აყვება არაფრით იქნება უკეთესი ამ მავნებლების ან ბოროტმოქმედებისგან.





