არჩევნები 2024

ცესკომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმი წარადგინა

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმი წარადგინა.

ცესკო-ს თქმით, 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 508 294 მილიონს შეადგენდა.

"წარმოგიდგენთ საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩვნების შედეგების შემაჯამებელ ოქმს და მის შედეგებს.

ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა იყო 3 508 294, ხოლო არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა რაოდენობა იყო 2 111 894.

ბათილად მიჩნეულ ბიულეტენთა რაოდენობა იყო 34 974" - თქვა ცესკოს წარმომადგენელმა.

გთავაზობთ ცენტრალური საარჩევნო კომისიის შედეგების შემაჯამებელი ოქმის მიხედვით, საარჩევნო სუბიექტებისთვის მინიჭებულ საბოლოო შედეგებს: 

  • ქართული ოცნება, 1 120 053 ხმა (53.93%) - მანდატების რაოდენობა (89)  
  • კოალიცია ცვლილებისთვის, 229 161 ხმა (11.03 %) - მანდატების რაოდენობა (19)
  • ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა 211 216 ხმა (10.17%) - მანდატების რაოდენობა (16) 
  • კოალიცია ძლიერი საქართველო 182 922 ხმა (8.81%) - მანდატების რაოდენობა (14)  
  • გახარია საქართველოსთვის 161 521 (7.78 %) - მანდატების რაოდენობა (12)

კომენტარები