არჩევნები 2024

მშვილდაძე: ცესკოსთან დააკავეს ფორმულას დამფუძნებელი გიორგი ლიფონავა

ტელეკომპანია ფორმულას თანადამფუძნებელი მიშა მშვილდაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან პოლიციამ ფორმულას დამფუძნებელი გიორგი ლიფონავა დააკავა. 

"ცესკოსთან დააკავეს ფორმულას დამფუძნებელი გიორგი ლიფონავა". - წერს მშვილდაძე Facebook-ზე. 

ტაბულა აღნიშნულზე შსს-ს უკვე დაუკავშირდა. უწყებამ აქციაზე პოლიციის მიერ 3 პირის დაკავება დაადასტურა. 

ცნობისთვის, დღეს, 16 ნოემბერს დემონსტრანტებმა არჩევნების შედეგების შემაჯამებელი სხდომის პარალელურად ცენტრალური კომისიის შენობასთან საპროტესტო აქცია გამართეს. 

ადგილზე გამოჩნდა პოლიცია, მათ შორის, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი, ვაჟა სირაძე და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორი, ზვიად ხარაზიშვილი, იგივე "ხარება". 

ცესკოს სხდომაზე ადგილი ჰქონდა დაპირისპირებაც. 

კომენტარები