შინაგან საქმეთა სამინისტრო

შსს-ს თანამშრომელი თბილისის ზღვის ტერიტორიაზე გარდაცვლილი იპოვეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლის ცხედარი თბილისის ზღვის ტერიტოირაზე, მის კუთვნილ მანქანაში იპოვეს. 

ოჯახი გამოძიების ოფიციალურ ვერსიას, თვითმკვლელობამდე მიყვანას, არ ენდობა და საქმის გამოძიებას ითხოვს. 

"თემქასა და მუხიანს შორის სადღაც დანგრეულ გზაზე ჩაგვიყვანეს. ჩვენ რომ მივედით, ყველაფერი დამთავრებული იყო. [...] რომ მივედით, გამოგვიცხადეს, თავი მოიკლაო. გამოძიებას ვითხოვთ. ტელეფონიც არ არის გახსნილი. იქ რანაირად ჩავიდა მანქანა, რანაირად გაიგეს, რომ ეს იყო მკვდარი, ვინ გაიგო, რატომ დაუწყეს ძებნა? 24 საათი ხომ არ უნდა ეძებნო სანამ არ გამოვაცხადებთ? რატომ  ეძებდნენ" - ამბობს გარდაცვლილის დედა მთავარ არხთან. 

გარდაცვლილის მამის თქმით, მის შვილს ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით თავის არეში აქვს მიყენებული. 

როგორც ტაბულას სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში ეუბნებიან, მომხდარზე გამოძიება დაიწყო სსკ-ს 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით. უწყების ცნობით, მათ შინაგან საქმეთა სამინისტროსგან საქმე 13 ნოემბერს გადაეცათ.

კომენტარები