აშშ-ის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უძრავი ქონების დეველოპერი, სტივ უიტკოფი ახლო აღმოსავლეთში სპეციალურ წარმომადგენლად დანიშნა.
უიტკოფი ტრამპის დიდი ხნის მეგობარი და მისი საარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი მსხვილი დონორია. სექტემბერში, ტრამპის მკვლელობის მეორე მცდელობის დროს რესპუბლიკელი პრეზიდენტობის კანდიდატი უიტკოფთან ერთად თამაშობდა გოლფს.
9 ნოემბერს, ტრამპმა თქვა, რომ უიტკოფი ინაუგირაციის დაგეგმვის კომიტეტის თანათავჯდომარე იქნება.