დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია

ტრამპმა CIA-ის დირექტორად ეროვნული დაზვერვის ყოფილი დირექტორი, ჯონ რეტკლიფი დაასახელა

აშშ-ის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორის თანამდებობაზე ეროვნული დაზვერვის ყოფილი დირექტორი, ჯონ რეტკლიფი დაასახელა.

რეტკლიფი ეროვნული დაზვერვის თანამდებობას 2020 წლის მაისიდან, 2021 წლის იანვარში, ტრამპის მიერ თეთრი სახლის დატოვებამდე იკავებდა. მას შემდეგ, ის კვლევითი ცენტრის "ამერიკული უსაფრთხოების ცენტრის თანათავჯდომარე იყო. 

"მოუთმენლად ველი, რომ ჯონი გახდეს პირველი ადამიანი, რომელსაც ჩვენი ქვეყნის ორ უმაღლესი სადაზვერვო თანამდებობაზე ექნება ნამუშევარი. ის იქნება უშიშარი მებრძოლი ყველა ამერიკელის კონსტიტუციური უფლებებისთვის, ამავდროულად, უმაღლეს დონეზე უზრუნველყოფს ეროვნული უსაფრთხოების დაცვას" – თქვა ტრამპმა.

რეტკლიფმა ხაზი გაუსვა, რომ განსაკუთრებულ ყურადღებას საკითხებს, როგორიცაა ირანი, ჩრდილოეთ კორეის ბირთვულ და სარაკეტო პროგრამას და აშშ-ის არჩევნბში უცხო ძალების ჩარევას.

ის ასევე ხისტი პოზიციებით გამოირჩევა ჩინეთის მიმართ. რეტკლიფი ბაიდენის ადმინისტრაციას აკრიტიკებდა ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტების მიმართ პოლიტიკის გამო. ივნისში გამოქვეყნებულ სტატიაში, ეროვნული დაზვერვის ყოფილმა დირექტორმა ბაიდენის ადმინისტრაცია გააკრიტიკა ისრაელისთვის იარაღის გადაცემის დაგვიანებისთვის და ამტკიცებდა, რომ ბაიდენს საკმარისად მკაცრ პოლიტიკას არ ატარებს ირანის მიმართ. 

როდესაც რეტკლიფი ეროვნული დაზვერვის დირექტორად აირჩიეს, მას არცერთმა დემოკრატმა სენატორმა არ დაუჭირა მხარი.

კომენტარები