არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის 12 ნოემბერის განცხადებით, ილონ მასკი და ვივეკ რამასვამი მის ადმინისტრაციაში ახალ მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტს უხელმძღვანელებენ.
"ეს ორი მშვენიერი ამერიკელი ერთად გაუხსნის გზას ჩემს ადმინისტრაციას სამთავრობო ბიუროკრატიის დასაშლელად, ჭარბი რეგულაციების, უსარგებლო ხარჯების შესამცირებლად და ფედერალური სააგენტოების რესტრუქტურიზაციას" - წერია ტრამპის გავრცელებულ განცხადებაში.
ტრამპის განცხადებაში მოყვანილია მასკის სიტყვები, რომ ”ეს შოკის ტალღებს გამოიწვევს სისტემაში უამრავი ადამიანისთვის, რომელიც მონაწილეობს სამთავრობო რესურსის ფლანგვაში".
მათი მუშაობა დასრულდება არაუგვიანეს 2026 წლის 4 ივლისისა - წერს ტრამპი.
რამასვამი ტრამპის კონკურენტი იყო რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო პრაიმერში. მთავრობის ხარჯების შემცირება მისი კამპანიის მთავარი მიმართულება იყო.