რუსული რეჟიმი

პაპუაშვილი დელეგაციაზე: გუშინ ვიხილეთ ქართველების სიყვარულად შემოსაღებული იუდას ამბორი

ქუთაისის წინასაარჩევნო ღონისძიებაზე ვთქვი, თუ როგორ წარმოგვიჩენენ ომს მშვიდობად, ცალ ფეხზე დგომას - თავისუფლებად, სიცრუეს - ჭეშმარიტებად, იუდას ამბორს - ქართველი ხალხის სიყვარულად.

გუშინ, მთელი სისავსით ვიხილეთ სიცრუეც, დამორჩილების სურვილიც, არეულობისკენ მოწოდებაც; განსაკუთრებით უხვად კი - ქართველების სიყვარულად შემოსაღებული იუდას ამბორი.

და ეს ყველაფერი - ევროპის სახელით.

წერს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.

გუშინ, 11 ნოემბერს, ევროკავშირის 8 ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეების დელეგაცია თბილისში ვიზიტით იმყოფებოდა.

ასევე, გუშინ, 11 ნოემბერს, პარლამენტთან გამართულ აქციაზე, 8 ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეებმა შეკრებილ მოსახლეობას სიტყვით მიმართეს.

კომენტარები