არჩევნები 2024

წითლიძე: დამირეკეს, დაკითხვაზე გიბარებთო - მისვლას არ ვაპირებ

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პროკურატურიდან დამირეკეს, დაკითხვაზე გიბარებთო.

პროკურატურა, რომელიც პირდაპირ ჩართული იყო არჩევნების გაყალბების სქემაში და მათ შორის პირადობის მოწმობების ჩამორთმევაში - ნდობა არა აქვს არც ჩემგან, არც საქართველოს მოქალაქეებისგან.

შესაბამისად მისვლას არ ვაპირებ.

წერს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი, ანა წითლიძე Facebook-ის საკუთარ გვერდზე.

კომენტარები