ლარის კურსი

ლარი დოლართან გაუფასურდა, ევროსთან გამყარდა - 11 ნოემბრის ვაჭრობის შედეგები

ლარი დოლართან 0.41 თეთრით გაუფასურდა, ხოლო ევროსთან - 2.07 თეთრით გამყარდა. 11 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.7288 ლარია, ერთი ევროსი - 2.9138 ლარი. 

კომერციულ ბანკებში 1 დოლარი 2.77 ლარი ღირს, 1 ევრო - 2.96 ლარი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, 1 დოლარის ფასი 2.73 ლარია, ევროსი - 2.91 ლარი.

მხოლოდ ოქტომბრის თვეში, ოფიციალურად, ეროვნულმა ბანკმა ოთხი სავალუტო აუქციონი გამართა და 213.4 მილიონი დოლარი გაყიდა.

კომენტარები