რუსული რეჟიმი

კობახიძე EU-ს დელეგაციაზე: მათი ვიზიტი არ ემსახურება ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს

ჩვენ თავი შევიკავეთ ამ ადამიანებთან შეხვედრისგან ერთი მარტივი მიზეზის გამო, ამ დელეგაციის წევრთა ნაწილი იყო პირდაპირ ჩართული საარჩვნო აგიტაციაში და თავად არღვევდა უხეშად საარჩევნო პრინციპებს.

როდესაც ის ადამიანები გვესაუბრებიან ჩვენ არჩევნების ლეგიტიმაციაზე, რომლებიც თავად არღვევდნენ საარჩევნო პრინციპებს, ამას პირველ რიგში, საზოგადოება სათანადოდ შეაფასებს.

არ შეიძლება, შენ თავადვე არღვევდე პრინციპებს, აკეთებდე ამას უხეში ფორმით და მერე საუბრობდე იმაზე, ხომ არ არის დარღვეული არჩევნების ორგანიზების დროს საარჩევნო პრინციპები.

ასეთ ადამიანებთან შეხვედრა არ იყო მიზანშეწონილი, ამ დელეგაციაში არიან ისეთი ადამიანებიც, რომლებიც თავად არ არღვევდნენ საარჩევნო პრინციპებს, არ იყვნენ ჩართული საარჩევნო აგიტაციაში, თუმცა ყველა შემთხვევაში, ამ ვიზიტის სულისკვეთება სამწუხაროდ, არ ემსახურება ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს. 

მათ პირდაპირ ჰქონდათ საუბარი პრესკონფერენციაზე ხალხის ნების წინააღმდეგ ხელისუფლების ცვლილებაზე, ეს არ არის დამოკიდებულება, რომელიც უნდა ჰქონდეს ევროპელ პოლიტიკოსს სუვერენული ქვეყნის მიმართ.

აქედან გამომდინარე, ჩვენი პოზიცია ამ ვიზიტის მიმართ, არის შესაბამისი.

თქვა საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ.

ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები თბილისში ვიზიტით მყოფ ევროკავშირის წევრი 8 ქვეყნის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეებს შეხვდნენ. 

საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებმა, თბილისში ვიზიტით მყოფ ევროკავშირის 8 ქვეყნის პარლამენტის წევრებისგან შემდგარ დელეგაციას შეხვედრაზე უარი უთხრეს.

დელეგაციას შეხვედრაზე უარი უთხრა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმაც.

კომენტარები