არჩევნები 2024

კობახიძე: პარლამენტი თვის ბოლომდე შეიკრიბება, შემდეგ რამდენიმე დღეში მთავრობა დამტკიცდება

პარლამენტის პირველი შეკრება გაიმართება თვის ბოლომდე და ამის შემდეგ, რამდენიმე დღეში დამტკიცდება მთავრობის ახალი შემადგენლობა - ამის შესახებ პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბაქოში, გაეროს კლიმატის ცვლილების 29-ე კონფერენციაზე ვიზიტისას ქართველ ჟურნალისტებთან ისაუბრა. 

"უახლოეს მომავალში ცესკოს მხრიდან შეჯამდება არჩევნების შედეგები, პარლამენტის პირველი შეკრება გაიმართება თვის ბოლომდე და ამის შემდეგ, რამდენიმე დღეში დამტკიცდება მთავრობის ახალი შემადგენლობა. დიდი ალბათობით, შეიძლება თვის ბოლომდეც კი მოესწროს ეს ყველაფერი. ძალიან მშვიდად წარიმართება პროცესები" - თქვა კობახიძემ. 

კომენტარები