BRICS

ბელარუსი BRICS-ის ოფიცალური პარტნიორი გახდა

ალექსანდრ ლუკაშენკო

ბელარუსი BRICS-ის ოფიციალური პარტნიორი გახდა. ქვეყნის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ შესაბამის საბუთს მოაწერა ხელი.

5 ნოემბერს ლუკაშენკომ ვლადიმირ პუტინს წერილი მისწერა, რომელშიც BRICS-ის პარტნიორობის სურვილი გამოხატა. ბელარუსი საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაქსიმ რიჟენკოვმა წერილი რუსეთის ელჩს, ბორს გრიზლოვს გადასცა. 

თავის გზავნილში ბელარუსის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ BRICS დაფუძნების დღიდან აქტიურად ავითარებს მრავალმხრივ თანამშრომლობას.

ლუკაშენკოს აზრით, ბელარუსი BRICS-ის ყველა სტანდარტს აკმაყოფილებს: აქვს გავლენა რეგიონსა და მსოფლიოში, მხარს უჭერს მშვიდობას და უსაფრთხოებას, ვითარდება სოციალურად და ეკონომიკურად.

BRICS საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც 2006 წელს სანქტ-პეტერბურგის ეკონომიკურ ფორუმზე დაფუძნდა. ეკონომიკური ბლოკის წევრები არიან რუსეთი, ბრაზილია, ინდოეთი, ჩინეთი, სამხრეთ აფრიკა, ეგვიპტე, ირანი და ეთიოპია.

2024 წლის მონაცემებით ბელარუსის გარდა BRICS-ის პარტნიორი ქვეყნები არიან ალჟირი, ბოლივია, ვიეტნამი, ინდონეზია, ყაზახეთი, კუბა, მალაიზია, ნიგერია, ტაილანდი, თურქეთი, უგანდა, უზბეკეთი.

კომენტარები