BRICS

მალაიზიის პრემიერმინისტრს სურს, ქვეყანა BRICS-ის წევრი გახდეს

მალაიზიის პრემიერმინისტრი, ანვარ იბრაჰიმი და რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი
Photographer: Kristina Kormilitsyna/Pool/Getty Images

მალაიზიის პრემიერმინისტრის, ანვარ იბრაჰიმის თქმით, ქვეყნის BRICS-ში გაწევრიანება საშუალებას მისცემს მალაიზიას, განავითაროს ეკონომიკური ურთიერთობები რუსეთთან და ალიანსის სხვა წევრ სახელმწიფოებთან.

"BRICS-ში გაწევრიანება საშუალებას მოგვცემს გავაძლიეროთ ურთიერთობები რუსეთთან, კერძოდ ვაჭრობის სფეროში. [...] ჩვენ მოწოდებული ვართ გლობალური სამხრეთის განვითარებისკენ და მსოფლიოს ირგვლივ ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერებისკენ" – თქვა მალაიზიის პრემიერმინისტრმა. 

ბოლო 1 თვის მანძილზე, BRICS-ში გაწევრიანებაზე განაცხადი თურქეთმა და აზერბაიჯანმა შეიტანეს. 

ალიანსის შემდგომ გაფართოებაზე წევრი ქვეყნები, სავარაუდოდ, 22-24 ოქტომბერს რუსეთში, ყაზანში დაგეგმილ სამიტზე იმსჯელებენ.

ცნობისთვის, BRIC ეკონომიკური ალიანსი 2006 წელს ბრაზილიის (B), რუსეთის, (R), ინდოეთისა (I) და ჩინეთის (C) ინიციატივით შეიქმნა. მოგვიანებით, 2010 წელს ორგანიზაციას სამხრეთ აფრიკაც (S) შეემატა, რის გამოც დღეს ალიანსს BRICS ეწოდება.

2024 წლის იანვარში ორგანიზაციაში გაწევრიანდნენ ეგვიპტე, ეთიოპია, ირანი, საუდის არაბეთი და არაბთა გაერთიანებული საამიროებიც. როგორ შეიცვლება ალიანსის სახელი, ჯერჯერობით უცნობია. 

კომენტარები