რუსეთი-აშშ

კრემლი პუტინისა და ტრამპის სატელეფონო საუბარს უარყოფს

Skynews.com

კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა ვლადიმირ პუტინისა და დონალდ ტრამპის სატელეფონო საუბრის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია უარყო.

"ეს არის ძალიან კარგი მაგალითი იმისა, თუ როგორი ხარისხის არის ინფორმაცია, რომელიც ზოგჯერ პატივსაცემ გამოცემებშიც კი იბეჭდება. ეს სიმართლეს არ შეესაბამება. ეს არის გამოგონილი ამბავი, უბრალოდ ცრუ ინფორმაცია". – თქვა პესკოვმა.

პესკოვმა ასევე აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე არ იგეგმება რამე ტიპის საუბრის ორგანიზება ვლადიმირ პუტინსა და გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცს შორის.

გამოცემა Washington Post-ის ექსკლუზიური ინფორმაციით, 7 ნოემბერს აშშ-ს ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ვლადიმირ პუტინთან სატელეფონო საუბარი გამართა. ამის შესახებ გამოცემას საკითხში გარკვეულმა რამდენიმე პირმა განუცხადა.

გამოცემის ცნობით, ტრამპმა პუტინს უკრაინაში ომის ესკალაციისგან თავის შეკავება ურჩია და ევროპაში ამერიკული სამხედრო განლაგებების შესახებ შეახსენა.

ამ დროისთვის გამოცემა ტრამპსა და პუტინს შორის გამართულ საუბართან დაკავშირებით დამატებით დეტალებს არ ავრცელებს.

კომენტარები