პაკისტანში, ქალაქ კვეტაში, რკინიგზის სადგურზე მომხდარ ტერაქტს, სულ მცირე 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
არსებული ინფორმაციით, თავდასხმა დღეს, 9 ნოემბერს, დილის მონაკვეთში მოხდა, ხოლო ტერაქტზე პასუხისმგებლობა შეიარაღებულმა დაჯგუფებამ, ბელუჯისტანის გამათავისუფლებელმა ორგანიზაციამ (Balochistan Liberation Army) აიღო.
შემთხვევის შედეგად, ასევე დაშავდა 53 ადამიანი.





