კუბაში ტროპიკულმა ქარიშხალმა, "რაფაელმა" ქვეყნის ელექტროქსელი 24 საათის განმავლობაში მწყობრიდან გამოიყვანა.
ქარიშხალი რაფაელი კუბის რესპუბლიკას ოთხშაბათ დღეს, შუადღეს დაატყდა თავს, რამაც ელექტროქსელის მწყობრიდან გამოყვანა და სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული ზიანი გამოიწვია.
ამ დროისთვის, კუბის რესპუბლიკის ორ ელექტროსადგურზე მუშაობა ნაწილობრივ აღდგენილია.
არსებული ინფორმაციით, შტორმმა მიმართულება შეიცვალა და შესაძლოა, მექსიკის ყურეს მიუახლოვდეს.
ქარიშხალი რაფაელი მესამე კატეგორიის შტორმად შეფასდა.





