კუბა

კუბაში, ქალაქ მორონში, აქციის მონაწილეებმა კომუნისტური პარტიის შენობას ცეცხლი წაუკიდეს

BBC

კუბაში, ქალაქ მორონში, საპროტესტო აქციის მონაწილეების ნაწილმა კომუნისტური პარტიის ოფისი დაარბიეს და მას ცეცხლი წაუკიდეს. 

კუბის შინაგან საქმეთა სამინისტროს თანახმად, კომუნისტური პარტიის ოფისების დარბევის გამო ხუთი დემონსტრანტი დააკავეს. 

BBC-ის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ აქციის მონაწილეები კომუნისტური პარტიის შენობას ქვებს ესვრიან, ქუჩის შუაში კი ცეცხლია დანთებული. ვიდეოში ისმის დემონსტრანტების შეძახილი: "თავისუფლება!" 

ერთ-ერთ გავრცელებულ ვიდეოში სროლის ხმა ისმის, რის შემდეგაც მალევე კადრში ძირს დაცემული კაცი ჩანს. კუბის რეჟიმის მედიის, Vanguardia de Cuba-ს მტკიცებით, გავრცელებული ცნობები, რომ მას პოლიციამ ესრლა, მცდარია. სახელმწიფო მედია ირწმუნება, რომ ის ძირს სიმთვრალის გამო დაეცა. 

ბოლო კვირებში კუბაში საკვების, წამლებისა და საწვავის დეფიციტისა და ელექტრომომარაგების წყვეტების ფონზე აქციები იმართება.

კუბის ენერგეტიკის კრიზისს აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ დაწესებული ნავთობის ბლოკადა ამწვავებს. 

13 მარტს კუბის პრეზიდენტმა, მიგელ დიას-კანელმა განაცხადა, რომ აშშ-კუბას შორის მოლაპარაკებები დაიწყო.

მას შემდეგ, რაც აშშ-მ ვენესუელის პრეზიდენტი ნიკოლას მადურო დააკავა, ტრამპმა კუბაში ვენესუელური ნავთობის მიწოდება შეწყვიტა და იმუქრებოდა, რომ ტარიფებს დააწესებდა ნებისმიერ ქვეყანაზე, რომელიც კუბას ნავთობს მიჰყიდის.

ტრამპმა ასევე თქვა, რომ შესაძლოა, აშშ-მ კუბაზე "მეგობრულად კონტროლი" დაამყაროს. 

კომენტარები