რეალურად, ამ არჩევნებზე, სხვა საკითხებთან ერთად, გადაწყდა ქვეყნის ევროპული მომავლის ბედი. თქვენ იცით, რა გეგმები ჰქონდა ოპოზიციას, და საბოლოო ჯამში, ამ გეგმების არგანხორციელება იყო გადამწყვეტი იმისთვის, რომ ქვეყანამ განაგრძოს სვლა ევროკავშირისკენ.
ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო დღის წესრიგი, გვაქვს ამბიციური მიზანი, 2030 წლისთვის გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა და კიდევ ერთხელ, ძალიან მყარად შეგვიძლია გავიმეოროთ, რომ 2030 წლისთვის საქართველო იქნება ყველაზე უფრო მომზადებული იმისთვის, რომ გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა.