გამოცემა Politico-ს ცნობით, გერმანიის სამპარტიული მმართველი კოალიცია დაიშალა მას შემდეგ, რაც კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ ფინანსთა მინისტრსა და კოალიციის ერთ-ერთი წევრი პარტიის ლიდერს, ქრისტიან ლინდნერს ეკონომიკურ რეფორმებზე მუდმივი უთანხმოებების გამო თანამდებობიდან ათავისუფლებდა.
ლინდნერის თავისუფალი დემოკრატიული პარტიის (FDP) მოთხოვნებს გარკვეული ლიბერალური ეკონომიკური რეფორმების გატარების შესახებ კოალიციის დანარჩენი ორი წევრი პარტია - შოლცის სოციალ-დემოკრატიული პარტია და "მწვანეები" არ დათანხმდნენ.
6 ნოემბრის საღამოს, კანცელარიაში კოალიციის წევრი პარტიების ლიდერების შეხვედრაზე, ლინდნერმა შოლცს განუცხადა, რომ იგი ვერ ხედავდა კოალიციის გაგრძელების გზას და მას ვადამდელი არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდა.
ამის გამო, გამოცემა Politico-ს ცნობით, შოლცმა ლინდნერის თანამდებობიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო.
გამოცემის ცნობით, გერმანიაში, დიდი ალბათობით, მარტში რიგგარეშე არჩევნები გაიმართება.