არჩევნები 2024

მელია: არ მჯერა, რომ ეს ხელისუფლება შეიძლება სანთელივით დადნეს - ის უნდა დაეცეს

მე არ მჯერა, რომ ეს ხელისუფლება შეიძლება მხოლოდ და მხოლოდ სანთელივით დადნეს, დადნეს, დადნეს, დადნეს... ეს ხელისუფლება უნდა დაეცეს და უნდა დაეცეს ძალიან მალე იმიტომ, რომ ეს არ არის ხელისუფლება, რომელმაც ოპოზიციურ პარტიებს მოპარა შედეგი, არჩევანი. დიახაც, ჩვენ მოგვპარეს არჩევანი, ჩვენ მოგვპარეს ხმა. მაგრამ ეს ხმა, რომელიც ჩვენ გავეცით, გავეცით, პირველ რიგში, არა იმ პარტიებზე, რომლებსაც გვინდოდა, რომ ჰქონოდა ბევრი მანდატი პარლამენტში, არამედ, გვინდოდა სახელმწიფო გვენახა კონკრეტულ ადგილას გეოპოლიტიკურ რუკაზე. მომავალი მოიპარა ამ ადამიანმა [ბიძინა ივანიშვილმა].

საარჩევნო ხმა მოიპარა, მაგრამ საპროტესტო ხმას ვეღარ მოიპარავს. ძალიან მალე - გულახდილად ვსაუბრობთ პოლიტიკოსები, ვინც ამ აქციის ფარგლებში აქტიურად ვართ ჩართულები სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფებიდან - მთელი თბილისის ძირითადი გამზირები, ხიდები, მოედნები, ხალხით უნდა იყოს სავსე მაშინ, როდესაც ამისი კრიტიკული აუცილებლობა დადგება.

თქვა კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ ტელეკომპანია პირველის გადაცემა რეაქციაში.

კომენტარები